უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის ახალი ეპოქა იწყება - პასუხი პუტინის ბირთვულ მუქარაზე

უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის ახალი ეპოქა იწყება. ეს იქნება პასუხი პუტინის ბირთვულ მუქარაზე.
ამ წუთებში, კი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში მინისტერიალის საგანგებო შეკრება მიმდინარეობს, სადაც უკრაინა ერთადერთი განსახილველი საკითხია.
"ნატო"-ში ყველა თანხმდება, რომ პუტინის მუქარის შემდეგ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვა უნდა გაძლიერდეს და ეს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრების შეხევდრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ უკრიანისთვის მხარდაჭერის გაძლიერება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
გერმანიან უკვე გადასცა აირის სისტემა უკრაინას, თუმცა დღეს დაანონსეს, რომ ზამთარში უკრიანაში ახალი სისტემებიც წავა. აქვე აღსანიშნავია, რომ კანადა მინიმუმ 15 მილიონინ დახმარების პაკეტს ამზადებს.
აშშ-ს თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი უკვე დიდი ხანია უკრიანელების წარმატებით აღფრთოვანებულია.
"რამშტეინ-6"-ის შეხვედრაზე ამერიკელმა მაღალჩინოსანმა პირდაპირ თქვა, რომ უკრიანის შეიარაღებულმა ძალებმა მიაღწიეს გამორჩეულ წარმატებებს და შეცვალეს ომის დინამიკა.
ვრცლად, ნახეთ, გუგა არჩვაძის რეპორტაჟი.