ოკუპანტები ლუგანსკის ოლქის დეოკუპირებულ სოფლებს მიწასთან ასწორებენ

13.10.22 12:20
ოკუპანტები ლუგანსკის ოლქის დეოკუპირებულ სოფლებს მიწასთან ასწორებენ

ოკუპანტები ლუგანსკის ოლქის იმ სოფლების მიწასთან გასწორებას ცდილობენ, რომლებიც უკრაინულმა არმიამ ცოტა ხნის წინ გაათავისუფლა. ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.

დეოკუპაცია დაწყებულია. ერთადერთი - რუსულ არმია, რომელიც ხედავს, რომ ტერიტორიებს კარგავს, ამ ტერიტორიების მიწასთან გასწორებას ცდილობს. ისინი დეოკუპირებულ სოფლებში აფეთქებენ ხიდებს, ირგვლივ ყველაფერს ნაღმავენ და ამასთან, არტილიერიიდან და ტანკებიდან ბომბავენ, ასწორებენ მიწასთან, რათა უკრაინული არმიის შეტევა შეაჩერონ, - ამბობს სერგეი გაიდაი. 

ამასთან გაიდაიმ აღნიშნა, რომ ლუგანსკის მთავრობა იმ დასახლებულ პუნქტებს, რომლებსაც უკრაინული არმია მომავალშ გაათავისუფლებს, ოპერატიულად დაეხმარება.