თურქეთში მაღაროს აფეთქებას 40 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის ჩრდილოეთით, პროვინცია ბარტინის ქალაქ ამსრასთან მდებარე მაღაროში აფეთქებას 40 ადამიანი ემსხვერპლა. აფეთქება 14 ოქტომბერს, საღამოს 300 მეტრის სიღრმეზე, მოხდა. ამ დროს შახტში 110 ადამიანი მუშაობდა.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ერდოღანმა 15 ოქტომბერს დაგეგმილი ყველა ღონისძიება გააუქმა და ტრაგედიის ადგილზე მისვლას აპირებს.
ბარტინის პროვინციის პროკურატურამ მაღაროში აფეთქების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.