უკრაინული ჯარი ზაპოროჟიეს დეოკუპაციისთვის ემზადება - ახალი ამბები ცხელი წერტილიდან

ბოლო ერთ დღეში რუსული აგრესიის სამიზნე უკრაინაში 30-ზე მეტი დასახლება გახდა. ოკუპანტები, ძირითადად, სამოქალაქო ობიექტებს ბომბავენ. კიევის გარდა რუსეთს მიზანში ქვეყნის აღმოსავლეთი აქვს ამოღებული. საუბარია ზაპოროჟიეზე, დნეპროპეტროვსკსა და ჰერსონზე.
პარალელურად, უკრაინის შეიარაღებული ძალები ზაპოროჟიეს დეოკუპაციისთვის ემზადებიან. ინფორმაციას ტელეგრამ არხზე მელიტოპოლის მერი აქვეყნებს.