ოკუპანტებმა უკრაინის წინააღმდეგ 2000 პატიმარი გადმოისროლეს - ზელენსკი

17.10.22 12:05
ოკუპანტებმა უკრაინის წინააღმდეგ 2000 პატიმარი გადმოისროლეს - ზელენსკი

პუტინი უკრაინაში საომრად მძიმე დანაშაულის მქონე პატიმრებს უშვებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მორიგ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი პრეზიდენტი თავისუფლების სანაცვლოდ მკვლელებს მკვლელობის გაგრძელებას სთავაზობს. 

ოკუპანტებმა ჩვენი ძალების წინააღმდეგ გადაისროლეს ყველა  ვინც კი შეეძლოთ, მათ შორის, 2000 პატიმარი. ისინი დაქირავებულებს შორის არიან. ამ პატიმრებს აქვთ ხანგრძლივი სასჯელი ვადა, რაც მძიმე დანაშაულისთვის მიესაჯათ.მათ ფრონტზე აკავებენ არა მხოლოდ ფულის, არამედ ამნისტიის დაპირებით. აი, ამგვარად ასპონსორებს ტერორს, ციხეებში ეძებს მკვლელებს და ჰპირდება მათ გათავისუფლებას თუ ისინი გააგრძელებენ მკვლელობას. ვინმეს მსოფლიოში კკიდევ ეპარება ეჭვი, რომ რუსეთი ოფიციალურად უნდა იყოს აღიარებული ტერორისტულ სახელმწიფოდ? მგონი - არა, - თქვა ზელენსკიმ. 

მსგავსი სიახლეები