კიევში დაბომბილი სახლის ნანგრევებში ქალის ცხედარი ნახეს - ვითარება უკრაინის დედაქალაქში

17.10.22 13:37
კიევში დაბომბილი სახლის ნანგრევებში ქალის ცხედარი ნახეს - ვითარება უკრაინის დედაქალაქში

კიევში კამიკაძე დრონებით დაბომბილი სახლის ნანგრევებში ქალის ცხედარი იპოვეს. მაშველები მოქალაქეების უსაფრთხო ადგილზე გამოყვანას ამ წუთებშიც ცდილობენ. ჯერჯერობით მხოლოდ 20-მდე ადამიანის გადარცენა მოხერხდა.

ხალხი პანიკაშია. თავშესაფრამდე მისასვლელად დახმარებას სასწრაფო დახმარების მანქანებს სთხოვენ.

უკრაინის დედაქალაქზე დილიდან 5 დარტყმა განხორციელდა. "უკრენერგოს" შენობა ოკუპანტების მთავარი სამიზნე გახდა. ასევე იერიშები საცხოვრებელ სახლებზე იქნა მიტანილი.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ცხელ წერტილში უცხოელი რეპორტიორებიც მუშაობენ, სწორედ ამიტომ ოკუპანტებს იერიშები იმ ადგილებზე მიაქვთ, სადაც საერთაშოიროს მედია ეგულებათ.  

ბოლო მონაცემებით, უკრაინამ ერთ დღე ღამეში 37 ირანული შაჰიდი გაანეიტრალა.