კიევში, ნანგრევებში კიდევ 3 ცხედარი ნახეს - დაღუპულია ორსული ქალი და მისი მეუღლე

17.10.22 15:33
კიევში, ნანგრევებში კიდევ 3 ცხედარი ნახეს  - დაღუპულია ორსული ქალი და მისი მეუღლე

კიევში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ქალაქის ცენტრში დაბომბილი სახლის ნანგრევებში კიდევ სამი ცხედარი იპოვეს. დედაქალაქის მერის ინფორმაციით, დაღუპულია ორსული ქალი და მისი მეუღლე. ვიტალი კვლიჩკოს ცნობით, ქალი ორსულობის მე-6 თვეს ითვლიდა. 

ამასთან, ქალაქის მერი იტყობინება, რომ კამიკაძე დრონების ჩამოგდების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. 

შეგახსენებთ, რომ გამთენიისას ოკუპანტებმა იერიშები უკრაინის დედაქალაქზე მიიტანეს. პუტინმა კიევი ირანული დრონებით დაბომბა. იერიშების შედეგად შევჩენკოს რაიონში ხანძარი გაჩნდა.  

 

 

მსგავსი სიახლეები