მტერს შეუძლია უკრაინის ქალაქებს დაარტყას, თუმცა ჩვენ ვერ გაგვტეხს - ზელენსკი

ოკუპანტების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე დღეს დილით განხორციელებული იერიშები ვოლოდიმირ ზელენსკის შეაფასა. ურკაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთი უკრაინის გატეხვას მაინც ვერ შეძლებს.
მთელი ღამე და დილა მტერი მშვიდობიან მოქალაქეებს ატერორებს. კამიკაძე დრონები უკრაინის მთელ ტერიტორიას უტევენ. კიევში იერიშ საცხოვრებელ სახლზე იქნა მიტანილი. მტერს შეუძლია ჩვენს ქალაქებს დაარტყას, თუმცა ჩვენ ვერ გავტეხს. ოკუპანტს მხოლოდ სამართლიანია სასჯელი და მომავალი თაობების განკითხვა ელოდება, ჩვენ კი - გამარჯვება, - წერს ზელენსკი ტელეგრამ არხზე.
გამთენიისას ოკუპანტებმა იერიშები უკრაინის დედაქალაქზე მიიტანეს. პუტინმა კიევი ირანული დრონებით დაბომბა. იერიშების შედეგად შევჩენკოს რაიონში ხანძარი გაჩნდა.