უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებების გამო პუტინს საერთაშორისო ტრიბუნალით ემუქრებიან

უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებების გამო პუტინს საერთაშორისო ტრიბუნალით ემუქრებიან. აღნიშნული ინიციატივით ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი გამოდიან.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნულ საკითხზე დღეს ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრიალის დაწყებამდეც ისაუბრა.
რუსეთის აგრესიის და ომის დანაშაულების საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე უნდა გახდესევროკავშირის პოლიტიკა და მე ვეგგემავ ამ საკიტხის დაყენებას დღეს საგარეო საქმეთა საბჭოზე. გუშინ ჩემს ლატვიელ და ლიტველ კოლეგებთან ერთად გავაკეთე განცხადება ამის შესახებ. გასულ კვირას მეც გავუგზანე მსგავსი წერილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელს და ჩემს ევროკავშირის კოლეგებს, განცხადებაში ნათქვამია, რომ რადგან რუსეთის სასტიკი თავდასხმა უკრაინაზე გრძელდება, ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს იმისთის, რომ უკრაინაში რუსეთის საშინელი დანაშაულებისთვის, სამართლიანობის და პასუხისმგებლობის ძიება იყოს ჩვენი პოლიტიკის ცენტრში, - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეტა მინისტრმა.
ამ წუთებში ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც დისტანციურად კიევიდან დმიტრო კულება ესწრება.