ცეცხლის ალშია გახვეული იესკი - წინასწარი ინფორმაციით, რუსულ ქალაქში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

17.10.22 20:00
ცეცხლის ალშია გახვეული იესკი - წინასწარი ინფორმაციით, რუსულ ქალაქში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

ამ წუთებში, ცეცხლის ალშია გახვეული რუსული ქალაქი იესკი.  წინასწარი ინფორმაციით აქ სამხედრო თვითმფრინავი "su 34" ჩამოვარდა და საცხოვრებელ კორპუსს დაეცა.

მფრინავმა კატაპულტირება მოასწრო. ძლიერი დაკვამლიანების გამო კატასტროფის ადგილზე ვერ მიდიან მაშველები და ექიმები.  

ამიტომ ჯერ არ ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ. თუმცა ცნობილია, რომ  თვითმფრინავი ათსართულიან კორპუსს დაეცა.

ქალაქი იესკი აზოვის ზღვის სანაპიროზე მარიუპოლთან ახლოს მდებარეობს.  თვითმფრინავის ჩამოვარდნა დროში ემთხვევა კიევზე დაწყებულ მორიგ შეტევას რუსი ოკუპანტების მხრიდან.

მსგავსი სიახლეები