უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა 66 280 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინასთან ომში, ბოლო მონაცემებით, რუსეთმა 66 280 ჯარისკაცი, 2554 ტანკი და 269 თვითმფრინავი დაკარგა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ადასტურებს.
რუსეთის დანაკარგების სია ასე გამოიყურება:
პირადი შემადგენლობა 66280 (+430) ჯარისკაცი
ტანკი 2554 (+6)
ჯავშნიანი მანქანა 5235
საარტილერიო სისტემა 1637
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა 372
ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა 189
შვეულმფრენი 242
დრონი 1286
ფრთოსანი რაკეტა 323
ხომალდი 16
საავტომობილო ტექნიკა და ავტოცისტერნა 3999
სპეციალური ტექნიკა 146
ყველაზე მეტი დანაკარგი რუს ოკუპანტებს ბახმუტისა და კრამატორის მიმართულებით აქვთ.