პუტინმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე საომარი მდგომარეობა გამოაცხადა
ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე, ლუგანსკში, ხერსონში, ყირიმსა და ზაპოროჟიეში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
პუტინმა განცხადება ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა
რეფერენდუმის მსვლელობისას ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის მაცხოვრებლებმა გამოაცხადეს თავიანთი სურვილის შესახებ, რომ სურთ რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა.
კიევის რეჟიმმა უარი განაცხადა, აღიაროს მოსახლეობის სურვილი და არჩევანი, ასევე, უარყოფს ნებისმიერ წინადადებას მოლაპარაკებების შესახებ. სროლები გრძელდება.
ვთვლი აუცილებლად, აღიჭურვოს დამატებითი უფლებამოსილებით რუსეთის ყველა რეგიონი - განაცხადა პუტინმა.