ორი დაღუპული და 4 მძიმედ დაჭრილი - ხარკოვის ოლქში სასწრაფო დახმარების მანქანა ნაღმზე აფეთქდა

20.10.22 12:59
ორი დაღუპული და 4 მძიმედ დაჭრილი  - ხარკოვის ოლქში სასწრაფო დახმარების მანქანა ნაღმზე აფეთქდა

ორი დაღუპული და 4 მძიმედ დაჭრილი  - ხარკოვის ოლქში უკრაინის სასწრაფო დახმარების მანქანა ნაღმზე აფეთქდა. ამის შესახებ ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ოლეგ სინოგუბოვი, იუწყება.

სინოგუბოვის განმარტებით, ოლქის ტერიტორიაზე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად რჩება ნაღმების არსებობა, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა დატოვეს.

იზიუმში ნაღმზე აფეთქდა ავტომობილი, რომელშიც გადაუდებელი დახმარების თანამშრომლები ისხდნენ. 2 გარდაიცვალა, 4 მძიმედ დაიჭრა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების პიროტექნიკოსები აგრძელებენ ოკუპანტებისგან გათავისუფლებული ტერიტორიების განაღმვით სამუშაოებს. მხოლოდ ერთ დღეში 657 საშიში ნივთი გააუვნებელყვეს. - აღნიშნა სინოგუბოვმა.

 

 

მსგავსი სიახლეები