სიტუაციას ადგილზე უნდა გავეცნო - უკრაინაში შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი ჩავიდა

20.10.22 13:13
სიტუაციას ადგილზე უნდა გავეცნო - უკრაინაში შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი ჩავიდა

შვეიცარიის პრეზიდენტი, იგნაციო კასისი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. პრეზიდენტმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ სურს, სიტუაცია ადგილზე გაიცნოს. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა pravda.com ადასტურებს.

ჩემი ბოლო ვიზიტიდან ერთი წლის შემდეგ კვლავ უკრაინაში ვარ. ჩემი მიზანია, გავეცნო სიტუაციას ომთან, ჰუმანიტარულ ვითარებასა და ქვეყნის აღდგენისთვის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით - წერს სოცილაურ ქსელში კასისი.

პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში ასევე ატვირთა კიევის რკინიგზის სადგურზე მისი ყოფნის ამსახველი ფოტოც.