ჩვენ ასევე გვსურს თქვენგან [ისრაელისგან] დახმარების მიღებაც - ვოლოდიმირ ზელენსკი

25.10.22 17:01
ჩვენ ასევე გვსურს თქვენგან [ისრაელისგან] დახმარების მიღებაც - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თელ-ავივში მიმდინარე სამიტის, Haaretz Democracy Conference-ის მსმენელებს მიმართა.

უკრაინის პრეზიდენტი ვიდეოკონფერენციის დროს დაინტერესდა, დაეხმარება თუ არა ისრაელი უკრაინის სახელმწიფოს შეიარაღებით და ვის მხარეს დგას ის, დემოკრატიული სამყაროს, თუ რუსული ტერორის.

ბევრი დემოკრატიული ქვეყანა გვეხმარება, მაგრამ ჩვენ ასევე გვსურს თქვენგან [ისრაელისგან] დახმარების მიღებაც. რა თქმა უნდა, რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ არ დავთმობთ ბრძოლას. ჩვენ მარტივი და გასაგები რამ გინდა: გავათავისუფლოთ ჩვენი მიწა, გარანტირებული იყოს ჩვენი ხალხის უსაფრთხოება, მივცეთ მშვიდობა უკრაინელებს. ჩვენ გავაგრძელებთ თავდაცვას და დარწმუნებული ვარ, დავიცავთ უკრაინას და ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს საერთო თავისუფლებას – ყველა დემოკრატიული ქვეყნის. გულწრფელად გიხდით მადლობას იმისთვის, რითაც პატივი მიაგეთ ჩვენს ბრძოლას.

მაგრამ არ არის დრო, რომ თქვენმა სახელმწიფო აირჩიოს, ვის მხარეს ხართ? დემოკრატიული სამყაროს მხარეს, რომელიც მხარდამხარ ებრძვის მისი არსებობის ეგზისტენციალურ საფრთხეს? თუ მათ მხარეს, ვინც თვალს ხუჭავს რუსულ ტერორზე მაშინაც კი, როცა ტერორის გაგრძელების ფასი გლობალური უსაფრთხოების სრულად განადგურებაა? - აღნიშნა ზელენსკიმ.

 ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ისრაელი არ გეგმავს, უკრაინას შეიარაღება გადასცეს.