მოსკოვი უკრაინის პარალიზებას ცდილობს - ლაიენმა რუსეთი ტერორისტული აქტის მოწყობაში პირდაპირ დაადანაშაულა

25.10.22 17:03
მოსკოვი უკრაინის პარალიზებას ცდილობს - ლაიენმა რუსეთი ტერორისტული აქტის მოწყობაში პირდაპირ დაადანაშაულა

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბერლინში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, რუსეთი პირდაპირ დაადანაშაულა ტერორისტული აქტის მოწყობაში

ევროკომისარმა განაცხადა, რომ რუსეთი შეგნებულად ცდილობდა
ზამთრის მოახლოებასთან ერთად წყლის მიწოდება, ელექტროენერგია და გათბობა შეეწყვიტა უკრაინის მოსახლეობისთვის.

„მოსკოვი შეგნებულად ხელმძღვანელობდა უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართულ თავდასხმებს ძალიან მკაფიო მიზნით, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად წყლის მიწოდება, ელექტროენერგია და გათბობა შეეზღუდათ კაცებისთვის, ქალებისთვის და ბავშვებისთვის. ეს სუფთა ტერორისტული აქტია. რუსეთი უკრაინის პარალიზებას ცდილობს, თუმცა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ“. - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.