რიში სუნაკი ოფიციალურად დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი გახდა
რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის 57-ე პრემიერმინისტრი გახდა. რამდენიმე საათის წინ, სუნაკი მეფე ჩარლზ III-ს შეხვდა.
42 წლის რიში სუნაკი ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრი იქნება.