ქსენია სობჩაკი დაპატიმრებას გადაურჩა - რუსი ჟურნალისტი რუსეთიდან გაიქცა
ქსენია სობჩაკი რუსეთიდან გაიქცა. ცნობილ ჟურნალისტს დაკავებას უპირებდნენ, თუმცა ქვეყნის დატოვება მოასწრო.
სობჩაკის დასაკავების განჩინებით საგამოძიებო ჯგუფი "ვნუკოვოს" აეროპორტში მივიდა, თუმცა გაირკვა, რომ ცნობილმა ჟურნალისტმა ქვეყნა სულ სხვა მარშუტით დატოვა და ახლა უკვე ლიტვაშია.
სობჩაკის დაკავებას წინ მისი გამომცემლობის კომერციული დირექტორის დაპატიმრება უძღოდა, რომლსაც რუსეთის ხელისუფლება ფულის გამოძალვას ედავება.
ქსენია სობჩაკის რეზინდენციაში ახლა პოლციიაა მობილიზებული, იქ ჩხრეკა მიმდინარეობს.
სობჩაკი საინფორმაციო ტელეგრამ არხის მფლობელია, რომლის სარედაქციო კურსსაც რუსეთის ხელისუფლება სრულად ვერ აკონტროლებს. ამ დრომდე დუმს ჟურნალისტის დედა, ლუდმილა ნარუსოვა, რომელიც რუსეთის ფედერაციის საბჭოს მოქმედი დეპუტატია.