ხარკოვის ოლქში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს - ამოყვანილია 17 ცხედარი

27.10.22 17:06
ხარკოვის ოლქში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს - ამოყვანილია 17 ცხედარი

ხარკოვის ოლქის ბოროვის რაიონში უკრაინელმა სამართალდამცველებმა ახალი საძმო საფლავი აღმოაჩინეს, სადაც 17 ცხედარი იყო დაკრძალული. ინფორმაციას ხარკოვის ოლქის საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დიმიტრი სოიმა, ადასტურებს. მისი განმარტებით, ცხედრებს მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ გააჩნდათ, ამიტომაც ისინი ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.

ინფორმაცია მასობრივი სამარხის შესახებ სოფელ კოპანკის მაცხოვრებლებმა მოგვაწოდეს. მათ გამოძიებას უამბეს, რომ ოკუპანტები გვამებს მთელი რაიონის მასშტაბით აგროვებდნენ. 

13 აპრილს ცხედრები სატვირთო ავტომობილებით მოიტანეს. ექსკავატორებმა 3 მეტრი სიღრმის ორმოები ამოჭრეს, სადაც გვამები ჩაყარეს და ადგილი ტანკებით მოასწორეს - აცხადებს სოიმა.

წინასწარი ინფორმაციით, საძმო საფლავში მინიმუმ 17 ადამიანია დასაფლავებული, მათ შორის უკრაინელი როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო პირები.

 

 

მსგავსი სიახლეები