ომი ყველას პრობლემაა, ბოროტება ფერფლიდან აღდგა - ზელენსკის ემოციური მიმართვა მსოფლიოს

28.10.22 11:45
ომი ყველას პრობლემაა, ბოროტება ფერფლიდან აღდგა - ზელენსკის ემოციური მიმართვა მსოფლიოს

ომი ყველას ეხება, ბოროტება ფერფლიდან ხელახლა იბადება, - ამ სიტყვებით მიმართა ომში მყოფმა პრეზიდენტმა მსოფლიოს.  ზელენსკის გზავნილის მთავარი ადრესატი იყო საქართველოც. 
 

უკრაინის პრეზიდენტმა მსოფლიოს შეახსენა, რომ ომი რომელიმე კონკრეტული სახელმწიფოს სატკივარი არ არის და მისი შედეგები ადრე თუ გვიან საშინელ რეალობად იქცევა. 

მტერი, რომელიც 1945 წელს საბოლოოდ დამარცხებული და მიწასთან გასწორებული გვეგონა, 80 წლის შემდეგ ფერფლიდან აღდგა, ფეხზე დადგა. როგორ მოხდა ეს? ძალიან სწრაფად, ისე, როგორც ერთი დღე სცვლის მეორეს. ახალი დღე და მყისიერად ახალი ბოროტება. ეს ხდება მაშინ, როდესაც მსოფლიო ვერ ამჩნევს, ზოგს ეძინება, ზოგი კი უკვე ჩაძინებულია. ზოგიერთი ყურადღებას არ აქცევს, ზოგიერთს არც ადარდებს. საერთო ჯამში, ყველა ჩუმად არის და ყველა ფიქრობს: „ეს ჩემზე გავლენას არ იქონიებს, ომი სადღაც შორს მიმდინარეობს, სადღაც დნესპრისპირეთში, ეს მოლდოვას პრობლემაა, სადღაც აფხაზეთსა და ოსეთში ეს ქართველების პრობლემაა, სადღაც ყირიმსა და დონბასში კი უკრაინის პრობლემა. ეს ჩვენზე გავლენას ვერ იქონიებს. ეს ჩვენ ვერ დაგვაზიანებს, ისინი ჩვენამდე ვერ მოვლენ.“ სამწუხაროდ, შედეგად ეს ყველას პრობლემა ხდება. ადრე თუ გვიან საშინელი ომის მოგონებები საშინელ რეალობად გადაიქცევა, - განაცხადა ზელენსკიმ. 

 

 

მსგავსი სიახლეები