საქართველოს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ყარაბაღის კონფლიქტის სამშვიდობო მოლაპარაკებაში - ტოივო კლაარი

28.10.22 12:24
საქართველოს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ყარაბაღის კონფლიქტის სამშვიდობო მოლაპარაკებაში - ტოივო კლაარი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტმა საქართველოში კვლავ განაახლა განხილვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა როლი შეუძლია საქართველოს ითამაშოს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარებაში.

"ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ტოივო კლაარი, ამბობს, რომ საქართველოს მართლაც შეუძლია მნიშვნელოვანი და პოზიტიური როლი ითამაშოს ყარაბაღის კონფლიქტის სამშვიდობო მოლაპარაკებაში.

„მჯერა, რომ სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის დიდი პოტენციალი არსებობს სამმხრივი თანამშრომლობის შესასწავლად, რაც ყველას სასიკეთოდ წაადგება.
საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს ორი მეზობლის გაერთიანებაში. ქვეყანას შეუძლია ხელი შეუწყოს [მეზობლებს] ისეთ სფეროებში თანამშრომლობაში, სადაც შესაძლოა წარსულში თანამშრომლობა შეუძლებელი/წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ახლა უფრო შესაძლებელი ხდება. ასე რომ, საქართველოს, როგორც წამხალისებელს, როგორ იდეების შემთავაზებელს, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს“. - აცხადებს ტოივო კლაარი.