151 დაღუპული და 100 დაშავებული - სეულში ჰელოუინის დღესასწაული ტრაგედიით დასრულდა

30.10.22 11:51
151 დაღუპული და 100 დაშავებული - სეულში ჰელოუინის დღესასწაული ტრაგედიით დასრულდა

სეულში ჰელოუინის დღესასწაული ტრაგედიით დასრულდა. დაიღუპა 151-მდე ადამიანი, დაშავდა - 100.

უცხოური მედიის ცნობით, სამხრეთ-კორეის დედაქალაქში ხალხი ჭყლეტაში მოყვა. ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც სასტუმრო "ჰამილტონთან" ვიწრო გზაზე 100 ატასამდე ადამიანი მივიდა და გადაადგილებას ცდილობდა. 

მთელი ქვეყნის მასშტაბით 140 სასწრაფო დახმარების ავტომობილი და 400 თანამშრომელი ხალხის დასახმარებლად ადგილზე ამ დრომდე რჩება.

გამორიცხული არ არის, გარდაცვლილთან რაოდენობა გაიზარდოს.