მარცვლეულის ექსპორტის შეჩერება - ზელენსკი მსოფლიოს რეაგირებისკენ მოუწოდებს

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მარცვლეულის ექსპორტის შეჩერების გამო დიდი ოცეულის და გაეროს მკაცრ რეაგირებას ელოდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთი კრიზისს ხელოვნურად ზრდის.
ახლა მკაცრი საერთაშორისო რეაქციაა საჭირო, როგორც გაეროს, ასევე, სხვა დონეებზეც, მათ შორის, დიდი ოცეულის დონეზეც. როგორ შეიძლება რუსეთი G 20-ში სხვა სახელმწიფოებს შორის იყოს, როდესაც ის გააზრებულად მუშაობს რამდენიმე კონტინენტზე შიმშილისთვის. ეს ნონსენსია. დიდ 20-ულს სექტმებრიდან დრემდე მარცვლეულის დერეფანშ უკვე 176 გემი დაუგროვდა, რომელსაც არ შეუძლია თავისი მარშრუტით გასვლა. ეს რუსეთის სრულიად გააზრებული ბლოკადაა. ცივილურ სამყაროში რუსეთის ადგილი არ არის, - განაცხადა ზელენსკიმ.
ოკუპანტებმა მარცვლეულის გარიგებიდან გამოსვლა შავ ზღვაში რუსულ გემებზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მიიღეს. რუსული ტავდაცვა იყობინება, რომ უკრაინამ რუსული ფლოტის გემები 9 საჰაერო და 7 წყალქვეშა დრონით გაანადგურა.