რუსეთი ბრიტანეთს ტერორისტულ თავდასხმაში ადანაშაულებს - ლონდონი ბრალდებებს ტყუილს უწოდებს

30.10.22 15:12
რუსეთი ბრიტანეთს ტერორისტულ თავდასხმაში ადანაშაულებს - ლონდონი  ბრალდებებს ტყუილს უწოდებს

რუსეთი ბრიტანეთს ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვასა და განხორციელებაში ადანაშაულებს. პუტინის ტავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ბრიტანეთმა ბალტიის ზღვაში ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენები დააზიანა. 

ბრალდებებს ლონდონმა წარმოუდგენელი მასშტაბის ტყუილი უწოდა.  დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყება წერს, რომ გამოგონილი ბრალდებები რუსეთზე მეტს ამბობს, ვიდრე დასავლეთზე. 

შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბერს ბალტიის ზღვაში გამავალ რუსულ გაზსადენებზე გაჟონვა მოხდა, რამაც ჩრდილოეთის ნაკადი 1 და ჩრდილოეთის ნაკადი2 დააზიანა.