ინდოეთში, ტურისტულ ზონაში საფეხმავლო ხიდი ჩაინგრა - დაღუპულია 141 ადამიანი

31.10.22 10:45
ინდოეთში, ტურისტულ ზონაში საფეხმავლო ხიდი ჩაინგრა -  დაღუპულია 141 ადამიანი

ტრაგედია ინდოეთში - ტურისტულ ზონაში  საფეხმავლო ხიდი ჩაინგრა.  დაღუპულია სულ მცირე 141 ადამიანი. დაღუპულებს შორის არიან ბავშვებიც. ისინი ადგილზე მშობლებთან ერთად ინდური დღესასწაულის, დივალის აღსანიშნავად იყვნენ ჩასულები. 

ხიდის ჩანგრევის შედეგად ამ დრომდე ეძებენ დაკარგულებს. მათი ზუსტი რიცხვი ჯერ დაუდგენელია.

ოფიციალური მონაცემებით, უბედურ შემთხვევას 77  ადამიანი გადაურჩა , დაშავებულებები კლინიკებში არიან მოთავსებულებულები.  

ტრაგედია ქალაქ მორბიში გუშინ დატრიალდა. 230  მეტრიანი ხიდი  6 თვე რემონტის გამო დაკეტილი იყო.  ის გასულ კვირას გახსნეს.

მსგავსი სიახლეები