რუსული რაკეტა მოლდოვის ტერიტორიაზე ჩამოვარდა

31.10.22 14:09
რუსული რაკეტა მოლდოვის ტერიტორიაზე ჩამოვარდა

მოლდოვაში ოკნიცკის რაიონის სეოფელ ნასლავჩაში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება,  რუსული რაკეტა ჩავარდა. 

მოლდოვის შნაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მტრის რაკეტა უკრაინულმა საზენიტო სისტემამ ჩამოაგდო. უწყების ცნობითვე, რუსული რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად მსხვერპლი არ არის. 

ამასთან, უკრაინის ხელისუფლება იუწყება, რომ დღეს დილით მტერმა უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში დნესტროვსკის ჰიდროელექტროსადგურზე მიიტანა, რომელიც სოფელ ნასლავჩადან10 კილომეტრში მდებარეობს.  ოკუპანტებმა საგუდრის დაზიანება ვერ შეძლეს.

უკრაინული მხარე წყალდიდობის საშიშროებას გამორიცხავს. 
 

მსგავსი სიახლეები