ფინეთში ადამიანებს სამსახურში ძილი ოფიციალურად შეუძლიათ

26.04.21 19:11
ფინეთში  ადამიანებს სამსახურში ძილი ოფიციალურად შეუძლიათ

ფინეთის ხელისუფლებამ შრომის ნაყოფიერების ზრდის ახალ მეთოდს მიაგნო. დასაქმებულ პერსონალს უფლება აქვს, სამსახურში დაიძინოს. ამისთვის სპეციალური ოთახებია შემნილი, სადაც შესაბამისი ინვენტარია მოთავსებული. ინფორმაციას  Deutche Welle ავრცელებს. ფინეთში მიაჩნიათ, რომ დასვენებული და გამოძინებული ადამიანი საქმეს უკეთესად შეასრულებს.

ფინეთში სამუშაო დღე 8 საათიანია, აქედან შესვენება 2 საათის განმავლობაში გრძელდება. თუ პერსონალი შესვენების დროს ჩაძინებას გადაწყვეტს, მას კომფორტული სკამ-საწოლი ელოდება. გარდა ამისა, დასაქმებულთა განკარგულებაშია  სამზარეულო, სპორტული დარბაზი და საუნა.