აშშ წარმომადგენლობითი პალატისა და სენატის შუალედური არჩევნებისთვის ემზადება

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები არჩევნებისთვის ემზადებიან. წარმომადგენელთა პალატის და სენატის წევრების შუალედურ აირჩევნებამდე რამდენიმე დღე რჩება.
ბოლო დროინდელი გამოკითხვებით, რესპუბულიკელებს სენატში უპირატესობის მოპოვების შანსი აქვთ. თუმცა, როგორი გავლენა შეიძლება ჰქონდეს შუალედურ არჩევნებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, კონკრეტულად კი უკრაინის დახმარებაზე? ამერიკელი კანონმდებლები ამბობენ, რომ შუალედური არჩევნების შედეგები უკრაინის დახმარებაზე არ აისახება.
ამ ეტაპზე არ შემაწუხებს უკრაინის დახმარების მოწინააღმდეგეთა რაოდენობა. მნიშვნელოვანია, რა იქნება ზამთრის განმავლობაში, ან 6 თვის შემდეგ, როცა ფასები გაიზრდება. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, ბაიდენის ადმინისტრაციამ და ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა გააძლიერონ უკრაინის დახმარება.
პუტინს არ უნდა მივცეთ შანსი, რომ მისი ნება არ გახდეს უკრაინის მეგობრების ნებაზე უფრო ხანგძლივი. ჩვენ უკრაინის გამარჯვებისთვის ძალისხმევის გაძლიერება გვჭირდება - განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა, ადამ კიზინგერმა.