რუსეთის პირველ არხზე ჟურნალისტმა მოსკოვს აგრესორი უწოდა
რუსმა ჟურნალისტმა ფლორიდიდან ელენა ნიკიტსკაიამ პირდაპირი ჩართვის დროს რუსეთს აგრესორი უწოდა. შემთხვევა გადაცემა "ვრემია პაკაჟეტ"-ში მოხდა, სადაც ჟურნალისტი 8 ნოემბერს აშშ-ში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით საუბრობდა.
სხვა რეალობაში ჩვენ გვეყოლებოდა სრულიად სხვა პრეზიდენტი [აშშ-ში] და სულ სხვა მდგომარეობა, და საერთოდაც არ გვექნებოდა ომი, ყველაფერი იქნებოდა ძალიან მშვიდად, რუსეთი არ დაესხმეოდა თავს უკრაინას და არ იქნებოდა აგრესია, ფაშიზმი და გენოციდი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში აშშ-ში, უკრაინის მხარდაჭერა უცვლელი დარჩება, – თქვა ნიკიტსკაიამ.
ჟურნალისტსის კომენტარი რუსეთის პირველი არხის წამყვანებმა უკომენტარტოდ დატოვეს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინის აგრესია უკრაინაში ამ დრომდე გრძელდება.