„ოცნებამ“ უნდა მოუსმინოს ევროპარლამენტარებს, მაგრამ უნდა შეასრულოთ ევროკომისიის მითითებები - იოზვიაკი

„რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკის განცხადებით, იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, „ოცნებამ“ ევროპარლამენტარებს უნდა მოუსმინოს. მისივე თქმით, ქვეყანამ უნდა შეასრულოთ ევროკომისიის მითითებები.
მისი თქმით, ჯერ რუს ოლიგარქებს ასანქცირებენ, თუმცა, თუ ასე გაგრძელდა, მაშინ იოზვიაკი ამბობს, რომ სულ მალე ბიძინა ივანიშვილიც შეიძლება დასანქცირდეს.
რა თქმა უნდა, არიან ადამიანები ევროპარლამენტში, რომლებიც ფიქრობენ, რომ უნდა დაიწყოს გამოძიება, მაგრამ რაც შეეხება სანქციებს, ის უნდა იყოს შეთანხმებული 27 წევრის მიერ და ჯერჯერობით ჩვენ არ გვინახავს ამ კონსენსუსის ნიშნები.
ჯერჯერობით მთავარი სამიზნე არიან რუსი ოლიგაქრები და ყველა ვინც რუსეთის მხარეს იბრძვის ეკონომიკურად ან პირდაპირ. ეს ხსნის გზას სანქციებისთვის მომავალში პოტენციურად, მაგრამ ჯერჯერობით არ არის რეალური ნიშნები, რომ ეს მოხდება.
სოციალისტების ჯგუფში ბევრია, რომლებიც აღელვებულები არიან იმით, რაც ხდება ქვეყნის შიდა პოლიტიკაში რუსეთთან დაკავშირებით. დოკუმენტში ყველა შესწორება უმრავლესობის თანხმობით არის შეტანილი.
მწვანეთა ჯგუფი, ლიბერალური ჯგუფი - ისინი უფრო ბევრნი არიან ევროპარლამენტში ვიდრე სოციალისტები.მათ შეუძლიათ დამატებითი გავლენა მოახდინონ. ევროპარლამენტის ეს გზავნილები დიახ არის, გაფრთხილება, მაგრამ ეს არ არის ბიბლია, მისი შესრულება და აღსრულება სავალდებულო არ არის. ამას უფრო სარეკომენდაციო ხასიათი აქვს.
ყველა ელოდება იმ ანგარიშს, რომელსაც გამოსცემს ევროკომისია წლის ბოლოს. უკვე იმ ანგარიშში მოყვანილი რეკომენდაციების აღსრულება იქნება სავალდებულო.
თქვენ უნდა უსმინოთ ევროპარლამენტს, მაგრამ უნდა შეასრულოთ ევროკომისიის მითითებები. ანგარიში შეიძლება იყოს ძალიან კონკრეტული, მაგრამ ეს არ უეკტავს საქართველოს გზას. თუ ევროკომისიის ანგარიში ახლა გამოქვეყნდება, ეს იქნება ძალიან უხეში“. - ამბობს იოზვიაკი.
ზუსტად 4 საათში ბრიუსელში საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშში ცვლილებებს განიხილავენ.
დეპუტატების მიერ წარდგენილ ცვლილების ინიციატივაში მოხვდა ივანიშვილის სანქცირება, მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთოების საკითხი.