თუ დეოლიგარქიზაცია ივანიშვილს არ შეეხება, მაშინ რა აზრი აქვს ამ კანონს - მარკეტა გრეგოროვა
გავლენიანი ევროდეპუტატი მარკეტა გრეგოროვა პირდაპირ ამბობს, რომ თუ დეოლიგარქიზაციის კანონი ივანიშივლს არ შეეხება, მაშინ ის ფომალური იქნება და პრიორიტეტების შესრულებად ვერ ჩაითვლება.
გრეგოროვას თქმით, საქართველოსგან შემოთავაზებულ კანონში ძალიან ბევრი ხვრელია, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა ოლიგარქის სტატუსს თავი აარიდონ.
ჩვენ გვინდა შემოწმება, როგორ ასრულებს „ოცნება“ ევროკომისიის რეკომენდაციებს. ევროპარლამენტი იყო ყველაზე დიდი პრომოუტერი საქართველოს ევროპული მომავლის. რაც შეეხება დეოლიგაქრიზაციის შესახებ პუნქტის შესრულებას, ჩვენ ძალიან გვაწუხებს საქართველოსგან შემოთავაზებული კანონი. არ არის კარგი ინგლისური თარგმანი ამ დოკუმენტის, თუმცა ეს არის გადმოღებული უკრაინული ვერსიიდან და ეს უკვე გააკრიტიკეს ამის გამო, რომ კანონში არის ძალიან ბევრი ხვრელი და შეიძლება კონკრეტული ადამიანებმა თავი აარიდოს ოლიგაქრის სტატუს. ჩვენ გვინდა დავინახოთ სწორი კანონდებლობა, რომელიც გამოავლენს ნამდვილ ოლიგარქებს და მოახდენს ნამდვილ დეოლიგარქიზაცია. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე პოლიტიკოსის განცხადება, რომ ეს კანონი არ შეეხება ივანიშვილს. ჯდება თუ არა ის ოლიგაქრის სტატუსში, ვიცით რომ ის გავლენას ახდებს ქვეყნის ეკონომიკასა და პოლიტიკაში. თუ ეს არ შეეხება ივანიშვილს, მაშინ რა აზრი აქვს ამ კანონს. ჩვენ გვინდა ეს კანონი შესრულდეს“.- ამბობს გრეგოროვა.
ზუსტად 4 საათში ბრიუსელში საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშში ცვლილებებს განიხილავენ.
დეპუტატების მიერ წარდგენილ ცვლილების ინიციატივაში მოხვდა ივანიშვილის სანქცირება, მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთოების საკითხი.