რესპუბლიკელებმა 190, დემოკრატებმა კი 167 მანდატი მოიპოვეს - აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგებს ითვლიან

ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩევნების შედეგებს ითვლიან. კონგრესის შუალედური არჩევნების ხმების დათვლის პროცესი დილიდან მიმდინარეობს.
CNN-ის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებმა“ 190 „დემოკრატებმა“ კი 167ადგილი მოიპოვეს. 435-ადგილიან პალატაზე კონტროლის მოსაპოვებლად 218 მანდატია საჭირო.
არჩევნები ჩატარდა სენატშიც, სადაც წელს კენჭს მანდატების დაახლოებით მესამედს უყრიან.
აშშ-ში რამოდენიმე შტატში გუბერნატორსაც ირჩევენ.