კიევში რუსული ეფ ეს ბე-ს სპეცრაზმი გაანადგურეს

09.11.22 14:17
კიევში რუსული ეფ ეს ბე-ს სპეცრაზმი გაანადგურეს

უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა კიევში ჩატარებული ოპერაციის დროს გაანადგურეს რუსული სპეცსამსახურის - ეფ ეს ბე-ს დივერსიული ჯგუფი. ინფორმაციას უკრაინის უშიშროების სამსახურის სპიკერი, არტიომ დეხტიარენკო, ავრცელებს.

დადგენილია, რომ ისინი ზვერავდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაადგილებასა და დისლოკაცისი პუნქტებს დედაქალაქის ტერიტორიაზე და აგრეთვე, საზღვრისპირა რეგიონებში. 

მტრის დივერსიული ჯგუფის მთავარი ამოცანა იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურთა შესახებ პერსონალური ინფორმაციების შეგროვება. 

აღნიშნულ ინფორმაციებს აგრესორი იყენებდა უკრაინის დამცველტა ფიზიკური ლიკვიდაციისათვის, ასევე, სამხედრო ტექნიკის გასანადგურებლად - აღნიშნა არტიომ დეხტიარენკომ.

 

 

 

მსგავსი სიახლეები