ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ხერსონში წყლის, საკვებისა და წამლების დეფიციტია

ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ხერსონში არ არის საკმარისი წყალი, საკვები და წამლები. ხერსონის მერის მრჩეველი რომან გოლოვნია აცხადებს, რომ ქალაქში ჰუმანიტარული დახმარების მანქანების შესვლა უკვე დაიწყო.
ახლა აქ არაა საკმარისი წამლები, არაა საკმარისი პური, რადგან ის არ ცხვება, არაა ელექტროენერგია. და ასევე არის საკვებთან დაკავშირებული პრობლემები. ვფიქრობ ეს პრობლემა უახლოეს მომავალში გადაიჭრება“ - განაცხადა გოლოვნიამ.
მისი თქმით, მიკოლაევში უკვე გროვდება ჰუმანიტარული ტვირთი და ქალაქში შემოსვლა უკვე დაიწყეს ჰუმანიტარული დახმარების მანქანებმა.
ამასთან, დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, ხერსონიდან რუსული ჯარების უკან დახევა არის საჯარო აღიარება იმ სირთულეებისა, რომლებსაც რუსული ძალები აწყდებიან მდინარე დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე.