გენიჩესკში, მელიტოპოლში, ყირიმსა და დონბასშიც ჰერსონის მსგავსად იქნება - ზელენსკი

13.11.22 14:48
გენიჩესკში, მელიტოპოლში, ყირიმსა და დონბასშიც ჰერსონის მსგავსად იქნება - ზელენსკი

ჰერსონის შემდეგ ყირიმი და სხვა ოკუპირებული ტერიტორიები - ვოლოდიმირ ზელენსკი დარმწუნებულია, რომ ურკაინელი სამხედროების და დიპლომატების  წყალობით რუსების მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის გათავისუფლება მოხდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მორიგ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

აღმავლობას ყველა ვგრძნობთ. არ ვიცი, დარჩა თუ არა ადამიანი, რომელმაც ჰერსონელების ურკაინელ მებრძოლებთან შეხვედრის ამსახველი ვიდეო არ ნახა. რუსული ოკუპაციის თვეები, ჩვენი ხალხის დამცირების თვეები,, თვეები, როდესაც რუსეთი ამტკიცებდა, რომ ტერიტორიები სამუდამოდ მიითვისა, რომ ასე იქნება მუდამ, თუმცა ქუჩებში  უკრაინული დროშების ზღვაა, - განაცხადა ზელენსკიმ. 

ზელენსკის თქმით, უკრაინელი დამცველები ყველა დაკრგულ ტერიტორიას დაიბრუნებენ.  

ასე იქნება გენიჩესკსა და მელიტოპოლში. მივალთ ჩვენი დონბასის ყველა ქალაქსა და სოფლამდე. აუცილებლად ვნახავთ, როგორ ხვდებიან ყირიმში მებრძოლებს უკრაინული დროშებით, რომელსაც იქ ინახავენ. გათავისუფლების დღეს იქაც უამრავი ადამიანი გამოვა, - აღნიშნა პრეზიდენტმა. 

 

მსგავსი სიახლეები