5 დაღუპული და 38 დაშავებული - სტამბოლის ცენტრში აფეთქება მოხდა

13.11.22 20:58
5 დაღუპული და 38 დაშავებული - სტამბოლის ცენტრში აფეთქება მოხდა

სტამბოლის ცენტრში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 5, ხოლო დაშავებულია 38-მდე მოქალაქე. თურქული არხის „ტრტ“-ს ცნობით, აფეთქება ქალაქის სტურისტულ ზონაში, ისტიკლიალის ქუჩაზე მოხდა.

სტამბოლის პროკურატურამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია უკვე მისცა. 

თვითმხილველების ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა თითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა აამოქმედა. 

თურქეთის ხელისუფლებამ მომხდართან დაკავშირებით სიახლეების გავრცელება დროებით აკრძალა.
 

მსგავსი სიახლეები