აფეთქება სტამბოლში - თურქეთის ხელისუფლებამ 22 პირი დააკავა

14.11.22 11:23
აფეთქება სტამბოლში - თურქეთის ხელისუფლებამ 22 პირი დააკავა

აფეთქება სტამბოლში - მსოფლიო მედიის ცნობით, თურქეთის ხელისუფლებამ 22 პირი დააკავა. დაკავებულთაგან ერთ-ერთი სწორედ ის პირია, ვინც ტურისტების სავსე ქუჩაზე ბომბი დატოვა. 

ოფიციალური თურქეთი აცხადებს, რომ თავდასხმის ბრძანება ჩრდილოეთ სირიიდან გასცეს, სადაც ქურთების  გასამხედროებული ჯგუფის შტაბბინა მდებარეობს. 

თურქეთის ხელისუფლებამ მომხდარზე პასუხისმგებლობა თურქისტანის მუშათა პარტიას დააკისრა. ეს მებრძოლთა დაჯგუფებაა, რომელიც თურქეთში დამოუკიდებელ თურქთა სახელმწიფოს შექმნას ითხოვს.აღნიშნულ დაჯგუფებას ევროკავშირი და აშშ მას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

თურქული მედიის მტკიცებით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ქალია. 8-მდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი,  დაშავებულია 81 ადამიანი.  50  ადამიანი კლინიკებიდან უკვე გაწერეს, თუმცა 5  ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

შესაძლოა, არასწორი იყოს, თუ ვიტყვით, რომ ეს არი ტერორიზმი, მაგრამ პირველი მოვლენები, გუბერნატორის მიერ გადმოცემული ინფორმაცია - აქ ტერორის სუნი დგას. ამ დროისთვის ადამიანები გარბიან. სტამბოლის პოლიციის უფროსი ჩვენი  გუბერნატორის მიერ მოწოდებული ინფორმაციის და კამერების გადანმოწმება ხდება. ტერორიზმის გზით თურქეთის და თურქი ერის ხელში ჩაგდება არ მოხდება, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა როჯეფ ერდოღანმა

მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის აუღია.