კიევში აფეთქებების ხმა ისმის - ქალაქი კვამლშია გახვეული

15.11.22 17:50
კიევში აფეთქებების ხმა ისმის - ქალაქი კვამლშია გახვეული

კიევში, ამ წუთებში, აფეთქებების ხმა ისმის. ტელეგრამ არხებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალაქი კვამლშია გახვეული. 

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დედაქალაქს კვლავ შეუტია.

გავრცელებული ინფორმაციით, კიევში 4 რუსული რაკეტა ჩამოაგდეს.

დაზარალებულთა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება და ყველა შესაბამისი სამსახური უკვე მუშაობს.

ინფორმაციას კიევში მყოფი ქართველი სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილიც ადასტურებს "ტვ პირველთან" საუბარში.

"რამდენიმე ძალიან ძლიერი აფეთქება იყო კიევის ცენტრში. 4 ძლიერი აფეთქების ხმა იყო. ფანჯარა რომ გავაღე აშკარად გავიგე ხმა, მერე მეზობლებმაც დაადასტურეს, რომ რამდენიმე რაკეტის გადაფრენის ხმა იყო. დაკვამლიანებაა ქალაქის ცენტრში. ჩემს თვალწინ 50-მდე სასწრაფო და სამაშველო ბრიგადადმ ჩაიარა. 2 საცხოვრებელ კორპუსს აქვს მოხვედრილი რაკეტა. " - ამბობს გიგა მაქარაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები