მორიგი აფეთქება სტამბოლში - ფატიხის რაიონში ავტომობილები დაიწვა

16.11.22 10:45
მორიგი აფეთქება სტამბოლში - ფატიხის რაიონში ავტომობილები დაიწვა

მორიგი აფეთქება სტამბოლში - შემთხვევა ფატიხის რაიონში მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძარი ავტომობილებს გაუჩნდა. 

ირკვევა, რომ დანაღმული ავტომობილი კოჯამუსტაფა-ფაშას ქუჩაზე აფეთქდა, რის შედეგადაც ცეცხლი გვერდით მდგომ მანქანებსაც წაეკიდა.

დაღუპულების და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. 

აღსანიშნავია, რომ ქუჩა, სადაც აფეთქება მოხდა, სულთანახმეთის მოედნიდან 5 კილომეტრში მდებარებს. სწორედ აღნიშნულ მოედანზე მდებარეობს ღირსშესანიშნაობები: აია-სოფია და ცისფერი მეჩეთი.

შეგახსენებთ, რომ ამ კვირაში ეს უკვე მეორე აფეთქებაა, რომელიც სტამბოლში განხორციელდა. 13 ნოემბერს ტერაქტი ისტიკლიალის ქუჩაზე მოხდა, რა დროსაც 6 ადამიანი დაიღუპა, 81 კი დაშავდა. 
 

მსგავსი სიახლეები