რუსული რაკეტები პოლონეთის ტერიტორიაზე - მომხდარს მსოფლიო სპეცსამსახურები იძიებენ

16.11.22 11:32
რუსული რაკეტები პოლონეთის ტერიტორიაზე - მომხდარს  მსოფლიო სპეცსამსახურები იძიებენ

საიდან გაისროლეს რუსული რაკეტები, რომლებიც პოლონეთის ტერიტორიაზე ჩავარდა - მომხდარს  მსოფლიო სპეცსამსახურები იძიებენ. რაკეტები რომ რუსულია, ეს დადასტურებულია, თუმცა ახლა სროლის ტრაექტორიას ადგენენ.

ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, რუსეთს სამიზნე აერია და დასავლეთ უკრაინისთვის ნასროლი რაკეტა პოლონურ სოფელს მოხვდა. აქედან გამომდინარე NATO მკაცრ რაგირებას არ ჩქარობს. 

რაკეტების ჩამოვარდნიდან მალევე პოლონეთმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. რამდენიმესაათიანი კონსულტაციების შემდეგ პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, ეს რუსული წარმოების რაკეტები იყო, თუმცა ამ ეტაპზე ქვეყანას არ აქვს მტკიცებულება, ვინ გაუშვა რაკეტა და როგორი იყო მისი ტრაექტორია.

პოლონეთის შეიარაღებული ძალები ახლა სამხედრო მზადყოფნის რეჟიმს აძლიერებს. ხორციელდება საჰაერო სივრცის კონტროლიც. 

ამჟამად არ გავქვს რაიმე სახის დამაჯერებელი მტკიცებულება თუ ვინ ისროლა რაკეტა. დიდი ალბათობით, ეს რუსული რაკეტაა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ გამოძიების საგანია. ყველა ლიდერმა, ცისაც დღეს ვესაუბრე, დამარწმუნა, რომ მოკავშირეების მხარს გვიჭერენ ნატოს მე-5 მუხლის ყველა დებულების დაცვით. ჩვენ ერთად განვიხილავთ ამ საკითხს, - განაცხად ანჯეი დუდამ. 

გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთი უარყოფს და ფაქტს მიზანმიმართულ პროვოკაციად აფასებს.  თავდაცვის უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ვითარების ესკალაციას ემსახურება. 

რაც შეეხება აშშ-ს, პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შემდეგ, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სასწრაფოდ დიდი 7-ულის სამიტი მოიწვია. მსოფლიო ლიდერები ინდონეზიაში დიდი 20-ულის შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი.

საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ შტატების პრეზიდენტმა თქვა, რომ ნაკლებად სავარაუდოა,  რაკეტები რუსეთიდან იყოს გასროლილი, თუმცა ყველაფერს გამოძიება დაადგენს.

არსებობს წინასწარი ინფორმაცია, რომელიც უარყოფს ამას. არ მიდნა ამის თქმა მანამ, სანამ ბოლომდე არ გამოვიძიებთ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა მისი ტრაექტორიის გამო, რომ რუსეთიდან იყოს გასროლილი, მაგრამ ვნახავთ, - განაცხადა ბაიდენმა. 

ამის მიუხედავად, უკვე აქტიურად განიხილენა NATO-ს მე-4 მუხლის ამოქმედების შესაძლებლობაც. აღნიშნული მუხლის მიხედვით,  თუ რომელიმე მოკავშირე თვლის, რომ მისი ტერიტორიული მთლიანობა ან უსაფრთხოება საფრთxეშია, შეუძლია ატლანტიკურ ალიანსს კონსულტაციებისთვის მიმართოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიო მასშტაბით ძლიერ პოლიტიკურ სიგნალს აგზავნის იმასთან დაკავშირებით, რომ NATO კონკრეტული სიტუაციით ძლიერ შეშფოთებულია. 

ერთ-ერთი პირველთაგანი, ვინც პოლონეთის საზღვართან რუსული წარმოების რაკეტების ჩამოვარდნას გამოეხმაურა, პრეზიდენტი ზელენსკი იყო. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსულ აგრესიას საზღვარი არ აქვს და პუტინი უკრაინით არ შემოფარგლება. 

რამდენჯერ უთქვამს უკრაინას, რომ ტერორისტული სახელმწიფო ჩვენი ქვეყნით არ შემოიფარგლება? რაკეტების სროლა ნატო-ს ტერიტორიაზე, ეს არის რუსული სარაკეტო თავდასხმა კოლექტიურ უსაფრთხოებაზე! ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ესკალაცია. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ“, - ამბობს ზელენსკი.

ცოტა ხნის წინ გავლენიანმა გამოცემამ Associated Press-მა დაწერა, რომ რაკეტები ურაკინის ძალების მიერ იყო გაშვებული. ინფორმაციას აშშ-ს სამი ოფიციალური პირიც ადასტურებს. მათ მედიასაშუალებას განუცხადეს, რომ უკრაინელები ცდილობდნენ, თავი რუსული Tავდასხმისგან დაეცვათ, რომელიც მათ ენერგოსტრუქტურაზე იყო მიმართული. 

მსგავსი სიახლეები