ჩეხეთის პარლამენტმა რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა

16.11.22 14:09
ჩეხეთის პარლამენტმა რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა

უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერის პირველი მოადგილე, ალექსანდრე კორნიენკო ამბობს, რომ "ჩეხეთის პარლამენტმა რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა". 

აგრესორი ყოველდღიურად აძლიერებს სამოქალაქო მოსახლეობის მკვლელობის და უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების განადგურების ამ სტატუსს. თუ ვინმე ტერორისტივით იქცევა, ის ტერორისტია. ზუსტად ესაა პუტინის რეჟიმი, ესაა რუსეთი. ამის აღიარება უკვე დასჯის პირველი ნაბიჯია და საჭირო იქნება - ყველა იმ დანაშაულისთვის, რაც რუსეთის ფედერაციამ ჩაიდინა ამ დამანგრეველ ომში!
მადლობა ჩეხეთის პარლამენტს ერთობლივი დაუღალავი ბრძოლისთვის! 
იმედი მაქვს მალე ყველა დემოკრატიული სახელმწიფო ასევე აღიარებს რუსეთის რეჟიმს ტერორისტად!
ჩვენ გავიმარჯვებთ!"- წერს  კორნიენკო.