რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომით დასავლეთი მსოფლიო ომს უახლოვდება - მედვედევის მუქარა

16.11.22 14:33
რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომით დასავლეთი მსოფლიო ომს უახლოვდება - მედვედევის მუქარა

დიმიტრი მედვედევის მუქარა - რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნას ეხმაურება და წერს, რომ "რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომით დასავლეთი მსოფლიო ომს უახლოვდება". 

პოლონურ ფერმაზე, სავარაუდოდ, უკრაინის "სარაკეტო იერიშის" ინციდენტი ერთადერთ რამეს ადასტურებს: რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის წარმოებით დასავლეთი მსოფლიო ომს უახლოვდება", - წერს მედვედევი Twitter-ზე.

გუშინ, უკრაინასთან საზღვრიდან დაახლოებით შვიდ კილომეტრში მდებარე სოფელ პშევოდუვში, რაკეტა აფეთქდა, შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.

საერთაშორისო მედიის ნაწილის ცნობით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ნასროლი რაკეტა ჩამოვარდა.

რუსეთის გავრცელებულ ცნობებს "გამიზნული პროვოკაციას" უწოდებს. 

 

მსგავსი სიახლეები