ბაიდენმა მოკავშირეებს უთხრა, რომ პოლონეთზე დარტყმული რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვა იყო - reuters
reuters- ი ნატოელ წყაროზე დაყრდნობით, წერს, რომ ჯო ბაიდენის თქმით, პოლონეთში აფეთქება უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტამ გამოიწვია.
წყარო გამოცემასთან ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ინფორმაცია დიდი შვიდეულის" და ნატოს პარტნიორებს მიაწოდა.
მანამდე კი ინდონეზიაში მყოფმა ბაიდენმა ჟურნალისტებს უთხრა, ნაკლებად სავარაუდო იყო ის, რომ რაკეტა რუსეთიდან ისროლეს.
გუშინ, უკრაინასთან საზღვრიდან დაახლოებით შვიდ კილომეტრში მდებარე სოფელ პშევოდუვში, რაკეტა აფეთქდა, შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.
საერთაშორისო მედიის ნაწილის ცნობით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ნასროლი რაკეტა ჩამოვარდა.
რუსეთის გავრცელებულ ცნობებს "გამიზნული პროვოკაციას" უწოდებს.