აფეთქება დიდი ალბათობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვით იყო გამოწვეული - პოლონეთის პრეზიდენტი

16.11.22 17:11
აფეთქება დიდი ალბათობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვით იყო გამოწვეული - პოლონეთის პრეზიდენტი

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ გუშინ მომხდარ აფეთქებას"უბედური შემთხვევა" უწოდა. მისი თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ რაკეტა რუსეთმა ისროლა.

სამშაბათს პშევოდუვში მომხდარი აფეთქება, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, არ ყოფილა პოლონურ მხარეზე თავდასხმა. ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულება იმისა, რომ რაკეტა რუსეთის მიერ იყო გაშვებული.

ვინ გაისროლა რაკეტა? ამჟამად არ გვაქვს მტკიცებულება ან რაიმე, რაც მიუთითებს, რომ რაკეტა რუსულმა მხარემ ისროლა...“,- განაცხდა დუდამ.

მისი თქმით, ამ დროისთვის არსებული მონაცემები მათ NATO-ს მე-4 პუნქტის ამოქმედების საბაბს არ აძლევს. 

დუდას განცადებით, პოლონეთში С-300-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის ტიპის რაკეტა ჩამოვარდა, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების ნასროლი იყო, რომელიც თავის მხრივ რუსულ რაკეტებს იგერიებდა.

ბევრი რამ მიუთითებს იმაზე, რომ მაღალი ალბათობით რაკეტა თავდაცვისთვის იყო გამოყენებული, ანუ უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ", - თქვა დუდამ.

მსგავსი სიახლეები