"გუშინდელი აფეთქება მოხდა რუსეთის მასირებული იერიშის მოგერიების ფონზე" - იენს სტოლტენბერგი

16.11.22 17:22
"გუშინდელი აფეთქება მოხდა რუსეთის მასირებული იერიშის მოგერიების ფონზე" - იენს სტოლტენბერგი

"პოლონურ სოფელში ჩამოვარდნილი რაკეტა დიდი ალბათობით, უკრაინის საჰაერო ძალების გაშვებული იყო რუსული იერიში მოსაგერიებლად" - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივიანმა განაცხადა. 

იენს სტოლტენბერგის თქმით, "გუშინდელი აფეთქება მოხდა რუსეთის მასირებული იერიშის მოგერიების ფონზე".

 სტოლტენბერგი მომხდარზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს,  რადგან მისი თქმით, ეს არის შედეგი იმ აგრესიისა, რომელსაც ოკუპანტი ქვეყანა უკრაინის წინააღმდეგ წარამოებს. 

არ არსებობს რაიმე მინიშნება იმისა, რომ რუსეთი ამზადებს შეტევითი სამხედრო მოქმედებების ნატოს წინააღმდეგ. პოლონეთში მომხდარი ინციდენტი სავარაუდოდ გამოწვეული იყო უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ, თუმცა რუსეთს ეკისრება საბოლოო პასუხისმგებლობა, რადგან ის აგრძელებს უკანონო ომს უკრაინის წინააღმდეგ.

ნატოს მოკავშირეებმა გამოხატეს თავიანთი მტკიცე მხარდაჭერა მათი მოკავშირე პოლონეთის მიმართ და გამოთქვეს უღრმესი მწუხარება ტრაგიკულად დაღუპულების გამო რაკეტის აფეთქების შემდეგ.

ნატოს პრიორიტეტი არის უკრაინისთვის მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება რუსული თავდასხმებისგან თავის დასაცავად.

არ იქნება სწორი გამოძიების მიმდინარეობისას მეტ დეტალზე საუბარი, მაგრამ წინასწარი დასკვნები აჩვენებს, რომ სავარაუდოდ, ეს იყო უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა.
 

მსგავსი სიახლეები