საქართველოს მთავრობამ კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ნაკისრი ვალდებულება უარყო - ჯინ შაჰინი
უმწვავესი შეფასება სენატის საგარეო კომიტეტზე გამართულ მოსმენაზე -გავლენიანმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა, „ოცნებას“ პირდაპირ უთხრა, რომ მან კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ნაკისრი ვალდებულება, რომლის შესრულებასაც აპირებდა, უარყო.
ამიტომაც, სენატორმა სხდომაზე დააყენა ინიციატივა, რომ საქართველოს მთავრობა ანგარიშვალდებულნი გახადონ მათ წინაშე.
შაჰინმა ასევე განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის შეცდომებზე ქართველ ხალხს ბრალი არ მიუძღვის და დამნაშავე არ არის, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ სწორედ ხალხმა უნდა მოსთხოვოს ხელისუფლებას ანგარიშვალდებულება.
ფაქტია, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ თქვა, რომ კანდიდატის სტატუსის მოპოვება მისი მთავარი ვალდებულება იყო, რომლის შესრულებასაც აპირებდა. ეს საქართველოს მთავრობამ უთხრა ქართულ საზოგადოებას, შეერთებულ შტატებს, ევროპულ საზოგადოებას და მისმა წევრებმა აშკარად უარყვეს ეს ვალდებულება. ვფიქრობ, ჩვენთვის მნიშვნელოანია ვიფიქროთ იმ ვარიანტებზე, რომელთა გამოყენებაც შეგვიძლია ვცადოთ იმისთვის, რომ ისინი ანგარიშვალდებულნი იყვნენ და ნათელი გავხადოთ მათთვის, რომ არსებობს შედეგები და ამ შედეგებიდან ზოგიერთი შეიძლება უკავშირდებოდეს დახმარების საკითხს, რომლის გასაწევადაც ჩვენ მზად ვართ. სრულად ვეთანხმები აზრს, რომ ამაში ქართველი ხალხი დამნაშავე არ არის. ეს მისი ხელისუფლებაა დამნაშავე, მაგრამ რაღაც ეტაპზე, რაღაც მომენტში, მათ მთავრობისგან მეტი ანგარიშვალდებულება უნდა მოითხოვონ“. - განაცხადა ჯინ შაჰინმა.