ოკუპანტები უკრაინას ბომბავენ - ზაპოროჟიეში სარაკეტო იერიშს 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
რუსი ოკუპანტები ისევ უკრაინას ბომბავენ. ზაპოროჟიეში საცხოვრებელ სახლზე რაკეტის მოხვედრის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა.
ქალაქი ვოლნიანსკიზე რუსეთის ჯარებმა სარაკეტო იერიში ღამით მიიტანეს. დანგრეულია საცხოვრებელი კორპუსი.
მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ადმაიანებს ამ დრომდე ეძებენ.
პუტინის არმია უტევს იზუმის კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტებსაც.
ბოლო 24 საათში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების შეტევა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ცხრა დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს.
ზელენკსი უკრიანული ციხის დაცვას მოითხოვს.