რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში ნიკოლაევსკის რაიონის სოფლები დაბომბეს

19.11.22 10:20
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში ნიკოლაევსკის რაიონის სოფლები დაბომბეს

ღამით ოკუპანტებმა ნიკოლაევსკის რაიონის სოფლები დაბომბეს. ინფორმაციას რაიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ევგენი ევტუშენკოვი, ავრცელებს.

რუსებმა სამი სოფელი დაგვიბომბეს. დაახლოებით 60-მდე ყუმბარა და რეაქტიული ჭურვი დაეცა დასახლებულ პუნქტებს. 

ამ დროისთვის მარგანეცკში, მიროვსკასა და ნიკოპოლში სპეციალისტები ტერიტორიას იკვლევენ. 

დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები, საბედნიეროდ, ადამიანები არ დაშავებულან. - განაცხადა ევტუშენკოვმა.

 

მსგავსი სიახლეები