"ბრიტანეთმა იცის, რას ნიშნავს თავისუფლებისთვის ბრძოლა" - ბრიტანეთის პრემიერი კიევშია
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, რიში სუნაკი კიევშია. ოფოციალური ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერმა შეხვედრაზე უკრაინისა და გლობალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
"ბრიტანეთმა იცის, რას ნიშნავს თავისუფლებისთვის ბრძოლა" - დაწერა twiter-ზე ბრიტანეთის პრემიერმა.
"ჩვენ თქვენთან ვართ ბოლომდე" - აღნიშნა რიში სუნაკმა.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა მეგობარს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"მადლობა... შენნაირი მეგობრების გვერდით, ჩვენ გამარჯვებაში დარწმუნებულნი ვართ. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს თავისუფლებისთვის ბრძოლა" - დაწერა "ტვიტერზე" ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
სუნაკი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი 25 ოქტომბერს გახდა.