"დროა, პასუხი აგონ" - თურქეთმა ერაყსა და სირიაზე ავიარიეშები მიიტანა

20.11.22 14:16
"დროა, პასუხი აგონ"  - თურქეთმა ერაყსა და სირიაზე ავიარიეშები მიიტანა

თურქეთის საბრძოლო ავიაციამ ჩრდილოეთ ერაყში ქურთების და სირიის ბაზები დაბომბა. ინფორმაციას CNN Türk ავრცელებს. მათივე ცნობით, სირიაში თურქეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკის დიდი კოლონა შევიდა. 

ანკარა ოპერაციას იმ ტერაქტების საპასუხოდ ახორციელებს, რომელიც ქვეყანში წინა კვირას განხორციელდა. გამოცემის ცნობით, თურქეთის ეროვნულმა თავდაცვამ „ანტიტერორისტული საჰაერო ოპერაციის“ შესახებ განაცხადა.